Sunday, July 16, 2017

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის   ბოლო დღეს გავაკეთეთ ჩენი პროექტის  პრეზენტაცია. ერთმანეთს მივაწოდეთ  უკუკავშირები ,კიდევ უფრო შევავსეთ  დოკუმენტები.  ვისწავლეთ
საქაღალდის ატვირთვა და გამოქვეყნება. ბოლოს ჩვენი  პროექტის პორტფოლიო  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

Saturday, July 15, 2017

მეექვსე მოდულის  რეფლექსია-წინა მოდულში  ჩვენ მოვირგეთ მოსწავლის როლი, რათა
მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო  ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა. შემდეგ ვიმსჯელეთ ჯგუფებში შეფასების  რუბლიკაზე. ეს დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.

Saturday, July 8, 2017

პროექტის პრეზენტაცია


       მეოთხე მოდულში  ვისწავლეთ  თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ  ინტერნეტი,რო-

ორ უნდა ვასწავლოთ  ბავშვებს  ინტერნეტის  უსაფრთხოდ და პასუხსმგებლობით
გამოყენება. როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი პროექტის შექმნის მიზნისთვის
და სწავლის  პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა  სწავლის შეფასების მიზნით.
     მესამე მოდულში ვისწავლეთ  თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად  სწავლების  პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით.
როგორ  უნდა გამოვიყენოთ  ინტერნეტი კვლევასა, კომუნიკაციასა  და თანამშრომლობის
პროცესში
მეორე მოდულში ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. რომელიც დამეხმარება სტანდარტით  განსაზღვრულ შედეგების  გამოვლენაში, მათზე დაყრდნობით დავისა-
ხავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყობთ  მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა  გარშემოც  გამოიკვეთება  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
     შევქმნით შეფასების  რუბლიკებს, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებთ  მოსწავლეთა
 წინარე ცოდნას და  გავზომავთ   მოსწავლეთა   საჭიროებებს. შევქმენით  ბლოგი.

Saturday, July 1, 2017

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველ  მოდულში  გავეცანით პროექტებით სწავლების  საკვანძო  საკითხებს.     როგორ  დაეხმარება პროექტი ჩემს  მოსწავლეებს  სასწავლო  სტანდარტის  მიღწევასა და გამოყენებაში.
     სასწავლო პროექტი  დამეხმარება  მოსწავლეები  ჩავრთო  აქტიურ  მუშაობაში
      21-ე საუკუნე არის შემოქმედებითობის  და   გამომგონებლობის   საუკუნე.მოსწავლეები  დაინტერესტდებიან  ახალი იდეების  განვითარებაზე და სხვებისთვის გაზიარებაზე.
მიეჩვევიან საღ  აზროვნებას. გააკეთებენ არჩევანს და მიიღებენ   გადაწყვეტილებებს.
მიეჩვევიან  ინფორმაციის კლასიფიკაციას,  ანალიზსა და სინთეზირებას  პრობლემების 
გადასაჭრელად  .
    მიეჩვევიან  პასუხისმგებლობის     გაზიარებას  მუშაობის  პროცესში.